ქალს სასიყვარულო ვიდეოკადრებით აშანტაჟებდა - დაკავებულია 46 წლის კაცი

სულ ნახვები : 683
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...


პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე  1978 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პირი ქალს ინტიმური ურთიერთობის ვიდეოკადრებით აშანტაჟებდა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში  ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებულ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

დაკავებულს კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა