უცნობმა პირებმა გაზეთ ალიონის რედაქციის შენობას საწვავი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

სულ ნახვები : 268
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"უცნობმა პირებმა, გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს და ფანჯარაში პოლიეთილენის ბოთლით საწვავიც შეასხეს", - ამის შესახებ რედაქციის განცხადებაში წერია. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

"დღეს ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალაქის მერიის შენობაში ცეცხლის წაკიდების ფაქტი დაფიქსირდა.

ჯერჯერობით გამოძიებისათვის უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფართში ხანძრის გაჩენის მიზნით გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს და იმავდროულად რედაქციის ფანჯარაში პოლიეთილენის ბოთლით საწვავიც შეასხეს.

საბედნიეროდ ხანძრის კერა არ გავრცელდა და შენობა, სადაც სტატისტიკის გურიის სამმართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი, განათლების მუშაკთა პროფკავშირები, „გურიის მოამბის“ რედაქცია და სხვა დაწესებულებებია განთავსებული, დაწვას გადაურჩა. მიყენებულია გარკვეული მატერიალური ზარალი.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის, შსს ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს ექსპერტ-გამომძიებლები. 

მომხდარზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია საქმე სსს კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა- ქვეპუნქტით", - წერს " ალიონი".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა