ძალიან სახიფათო და სიცოცხლისთვის სახიფათო საქმიანობა - თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ახალი სკანდალური ვერსია

სულ ნახვები : 362
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკავშირდება თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მისი დამსაქმებელი კომპანიის ფარულ ოპერაციებს - „მთავარი“ გარდაცვლილი პროგრამისტის მონაცემთა ბაზას ასაჯაროვებს, სადაც ჩანს, რაზე მუშაობდა ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.

ეს მონაცემთა ბაზა „მთავარმა“ საზღვარგარეთ მცხოვრებ IT სპეციალისტს გააშიფრინა და აღმოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, ბაჩალიაშვილის კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. შესაძლოა, მისი სიკვდილიც სწორედ ამ ფარულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

„ეს არის ძალიან სახიფათო, ხშირად, სიცოცხლისთვის სახიფათო საქმიანობა, რომელშიც უამრავი ქართველი ახალგაზრდაა ჩართული ისე, რომ თქვენ ამის შესახებ ეჭვიც კი არ გიჩნდებათ, შესაძლოა, თქვენი შვილიც ამით არის დაკავებული და მას უზარმაზარ ფულს უხდიან ასეთი უკანონო ოპერაციების შესრულებისთვის.

ახალგაზრდები, რომლებსაც ესმით კომპიუტერთან ურთიერთობა და იციან უცხო ენა, არიან რისკის ქვეშ, რომ ამ მაღალანაზღაურებადი დანაშაულებრივი საქმიანობის მახეში გაებან,“ - იუწყება „მთავარი“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა