„მიზანმიმართული სიცრუე თუ...?“ - ლევან აკინის ახალი ფილმი მამუკა ხაზარაძეს არ დაუფინანსებია

სულ ნახვები : 1,581
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპროდიუსერო კომპანიამ - 1991 Productions ლევან აკინის ახალი ფილმის დაფინანსებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 1991 Productions-ის კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას.

„ლევან აკინის ახალი ფილმი “გზაჯვარედინზე”, რომლითაც გაიხსნა 2024 წლის ბერლინალეს პროგრამა “პანორამა”, 5 სხვადასხვა ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიის კოპროდუქციას წარმოადგენს. შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ფილმის წარმოებაზე იმუშავა, ნინო ჩიჩუასა და ანა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა  საპროდიუსერო კომპანიამ  - 1991 Productions. 

პარტნიორმა კომპანიებმა საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დანიიდან, თურქეთიდან და საქართველოდან ფილმის კოპროდუქციაში ჩადეს საკუთარ ქვეყნებში მოძიებული ფინანსური რესურსი. კომპანიის დროის და რესურსის შენატანს მიღმა, ქართულმა კომპანიამ -  1991 Productions-მა ლევან აკინის ფილმის წარმოებაში ფულადი წვლილის შეტანა შეძლო  სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოს” პროგრამის “გადაიღე საქართველოში” დაფინანსებით.

საქართველოს რამდენიმე მედიაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია კომპანია 1991 Productions-ის და ფილმის ,,გზაჯვარედინზე” დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით. კომპანია 1991 Productions-ის კინოწარმოება  არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას.

თავს ვალდებულად ვგრძნობთ ჩამოვთვალოთ პარტნიორები რომელთა ფინანსური კონტრიბუციითაც შეიქმნა ეს ფილმი:

ევროსაბჭოს კულტურის ფონდი ევრიმაჟი,

შვედეთის კინოინსტიტუტი,

შვედეთის ტელევიზია SVT,

Nordisk კინო და ტელევიზიის ფონდი,

RMV Film,

დანიის კინოინსტიტუტი,

DR დანიის მაუწყებელი,

ფრანგული კინოფონდი Aide aux cinémas du monde,

აწარმოე საქართველოში - პროგრამა "გადაიღე საქართველოში”.

1991 Productions 2017 წელს დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც ევროპული კოპროდუქციის საშუალებით, ავითარებს და აფინანსებს ნიჭიერი რეჟისორების მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.

1991 Productions-ის უახლესი ფილმებია:

დოკუმენტური ფილმი - “ღიმილიანი საქართველო”, რეჟისორი  - ლუკა ბერაძე. მსოფლიო პრემიერა 2023 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

დოკუმენტური ფილმი - “დიდება დედოფალს”, რეჟისორები - თათია სხირტლაძე და ანა ხაზარაძე,  (კოპროდუქცია: ავსტრია, სერბეთი). ფილმი იხილეს 25-ზე მეტ ფესტივალზე მსოფლიო მასშტაბით. 2021 წელს, საქართველოში დაიმსახურა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო -  ოქროს პრომეთე“, - ნათქვამია კომპანისი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა