რატომ ძვირდება საწვავი? - ხაბეიშვილის თქმით, მოსახლეობას კითხვები ივანიშვილთან და კობახიძესთან აქვთ

სულ ნახვები : 949
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით,  ენმ-ის  თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს ტაქსით იმგზავრა და ტაქსის მძღოლებს გაძვირებულ საწვავის ფასზე ესაუბრა.

 ხაბეიშვილი აცხადებს, რომმოქალაქეების მთავარი შეკითხვა  ივანიშვილთან და კობახიძესთან აქვთ, თუ რატომ უწევთ საწვავში ორჯერ მეტის გადახდა,  ვიდრე იხდიდნენ და როგორ ხდება, რომ პორტამდე საწვავი ღირს ერთი ლარი და 65 თეთრი, ბენზინგასამართ სადგურზე კი საწვავის ფასი ორმაგდება.

“ადამიანების, მოქალაქეების მთავარი შეკითხვა არის ივანიშვილთან, კობახიძესთან და ივანიშვილის ხელისუფლებასთან - რატომ გაუძვირდათ საწვავი? როგორ ხდება, რომ ოც ლიტრს რომ ასხამდნენ 39 ლარად, დღეს 62 ლარის გადახდა უწევთ იგივე რაოდენობის საწვავში? როგორ ხდება, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ფაქტობრივად ათი ლიტრი საწვავი მოპარა ჩვენს მოქალაქეებს, მძღოლებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ საწვავს და შესაბამისად საწვავის გაძვირება კიდევ დამატებით სხვადასხვა პროდუქციის გაძვირებას იწვევს. ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც აინტერესებს მოქალაქეებს და ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ივანიშვილმა და კობახიძემ - რატომ ძვირდება საწვავი და როგორ ხდება, რომ ერთ ლარად და 65 თეთრად მოდის საქართველომდე. ფოთამდე, ბათუმამდე საწვავი ჯდება ერთი ლარი და 65 თეთრი და ფოთის, ბათუმის პორტიდან რომ გამოდის, ფაქტობრივად 200 მეტრში უკვე საწვავი ხდება სამი ლარი და მეტი. ფაქტობრივად ორმაგდება თანხა. ეს არის შეკითხვა, რომელზეც უნდა გასცენ პასუხი. რატომ და როგორ გააძვირა საწვავი ივანიშვილმა და კობახიძემ?”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა