ევროკავშირი დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ ევროპული სიმდიდრე ქართულ ოჯახებში მოვიტანოთ - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

“გამარჯვების კოალიციის” ლიდერები “სტრატეგია აღმაშენებლიდან” გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერთან ზურა ჯაფარიძესთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარ თემას ევროპული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა.

„რატომ ვართ ბრიუსელში და რატომ ვხვდებით ევროკავშირის ბიზნეს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს?

იმიტომ, რომ ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ევროპული ინვესტიციები საქართველოში. შეიქმნას მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრანტები დაბრუნდნენ, შემოსავლები ჰქონდეთ ქვეყანაში და დიახ გვჭირდება ევროპული ბიზნეს გამოცდილება.

შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ სიღრმისეულად, დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს ევროკავშირი და იმისათვის, რომ ევროპული სიმდიდრე მოვიტანოთ ქართულ ოჯახებში.  26 ოქტომბერს დიდი ცვლილებები და გამარჯვება გვჭირდება” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა