საკუთარი თავი გადადო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია ყოფილიყო - მდინარაძე ივანიშვილზე

სულ ნახვები : 281
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს საზიზღრობა აღმოფხვრა და ეს ვერ აუტანიათ და რევანშის საფუძველიც ეს არის, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსში საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე კვლევას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავი გადადო საქართველოსთვის.

 „ეს არის კაცი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი თავი გადადო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია ყოფილიყო, ასე წყნარად და ღიმილით დაგესვათ კრიტიკული კითხვები, რომელსაც ახლა სვამთ და სულელური კითხვებიც მათ შორის და ამაზე არავინ გამოგკიდებოდათ... სულელურია ყველა კითხვა და სულელური არის ყველაზე რბილი შეფასება, რომელიც ამბობს რომ ნაცებთან მიმართებაში უკუსვლაა დემოკრატიის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში არსებული დემოკრატიული მდგომარეობა, კვლევის მიხედვით 10-დან 5,79 ქულით ფასდება. გარდა ამისა, მმართველი პარტიის პოლიტიკა მკაცრად არის გაკრიტიკებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა