ამფეტამინის ზედოზირებით მძღოლი გარდაიცვალა - ვინ არის „ხუიკინი“ ?!

სულ ნახვები : 13,980
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

გუშინ, 22 მარტს, ვაგზლის მოედანზე, თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მძღოლი ბესო ფ. ამფეტამინის ზედოზირებით დაიღუპა.

Cnews-ის წყაროს ინფორმაციით, მან ზუგდიდიდან მგზავრები თბილისში ჩაიყვანა,მიკროავტობუსი დაცალა და ნარკორეალიზატორს სანია კაკულიას , მეტსახელად ხუიკინს შეხვდა, რომელმაც, წყაროს თქმით, მას ამფეტამინი გადასცა.

ბესო ფ. მიკროავტობუსში იპოვეს გარდაცვლილი. სავარაუდოდ, ის ამფეტამინის მოხმარებისთანავე გარდაიცვალა.

დაკავებულია თუ არა სანია კაკულია, ამ მომენტისათვის ინფორმაცია დაზუსტებული არაა.

Cnews-ის წყაროს ინფორმაციით, „ხუიკინი“ ვაგზლის მოედნის ზედა მხარეს მუშაობს და იგი ნარკოტიკებით,ძირითადად, მიკროავტობუსის მძღოლებს ამარაგებს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა