თითებგადაჯვარედინებული ვგულშემატკივრობდი - პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე

სულ ნახვები : 136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თითებგადაჯვარედინებული ველოდები, ვულოცავ გუნდს, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა მათ – აცხადებს  საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვების შესახებ. 

მისი თქმით, ამაყია საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის გამო.

„გულწრფელად ვულოცავ საქართველოსა და ყველა ქართველს გუშინდელი შესანიშნავი საფეხბურთო მატჩის გამო. ძალიან ემოციური იყო, მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და თითებგადაჯვარედინებული ველოდები, ვულოცავ გუნდს, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა მათ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ , 26 მარტს საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატში გადავიდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა