ამ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი თანადგომა - ნუცა ბუზალაძის მიმართვა გულშემატკივრებს

სულ ნახვები : 357
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ევროვიზია 2024“-ის საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, საკუთარ გულშემატკივრებს მიმართავს.

ეს არის მომღერლის მიერ გაკეთებული, პირველი საჯარო განცხადება.

ბუზალაძე წერს, რომ მას ძალიან დიდი სტიმული მისცა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მაისში ქვეყანა კიდევ ერთხელ გაახაროს, რისთვისაც გულშემატკივრებს თანადგომას სთხოვს.

„მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის მწუხარების გაზიარებისთვის. ძალიან რთული დღეები გავიარე და ალბათ წინ კიდევ ბევრი ასეთი დღეა, მაგრამ გპირდებით აუცილებლად მოვიკრებ ძალას და გავაგრძელებ შრომას იმ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, რაც ევროვიზიაა. ჩვენი ბიჭების გამარჯვებამ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ ჩვენი ქვეყანა მაისში კიდევ უფრო ღირსეულად წარვადგინო და მერწმუნეთ ამისთვის მთელი ჩემი არსებით დავიხარჯები. ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ ევროვიზიის პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით აცხკვირიდან კი სრული ძალებით მოვემზადები უკვე დაგეგმილი პრომო ტურებისთვის. ამ საკმაოდ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი, ჩემი გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც არასოდეს, არცერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება ახლაც. მიყვარხართ“, - წერს ბუზალაძე.

ცნობისთვის, გასულ კვირას ნუცა ბუზალაძეს ძმა გარდაეცვალა. ის ამერიკაში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა