შვიდი პარტიით თუ გავლენ, ერთი გადალახავს ბარიერს - იაგო ხვიჩია ენმ-ზე

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაცები“ რომ გადიან შვიდი პარტიით, მიშა ეუბნება, მოდით, ერთი პარტიით გავიდეთო. ეს მიმართულება სწორია, მაგრამ თან უნდა იყოს სათანადო წინადადება – შენ გაძლევ ამდენ ადგილს სიაში, შენ ამდენს და ასე შემდეგ. სხვაგვარად არავინ ენდობა ერთმანეთს „ნაცებში“ და ამისთვის საჭიროა, რომ მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია „ნაცური“ პარტიების გაცვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად, -  ამის შესახებ დღეს, 28 მარტს პარტია „გირჩი“-ს ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

მისი თქმით, არჩევნებზე პოლიტიკური ძალების დაყოფა და ცალ-ცალკე პარტიებად გასვლა არ არის მომგებიანი.

„სინამდვილეში, ან ყველა „ქოცია“, ან ყველა „ნაცია“ და მოგეხსენებათ, ორი „გირჩი“ ვართ. ამიტომ, ყველა არჩევნებში თითო პარტიით უნდა გავიდეთ „ნაცებიც“, „ქოცებიც“, „გირჩებიც“. ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას „ნაცურ“ პარტიებში. ორი პარტიით თუ გავლენ არჩევნებზე, ალბათ ორივე გადალახავს ბარიერს, მაგრამ დღევანდელივით შვიდი პარტიით თუ გავლენ, ერთი გადალახავს, რომელსაც მიშა დაუჭერს მხარს. ეს პრობლემა არის „ნაცური“ პარტიების და შესაბამისად, მიშას ნათქვამი სწორია, უბრალოდ, არ მესმის, ამდენი ხნის განმავლობაში მისგან კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ მოჰყვა“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა