ძალიან მინდა, რომ ეს გამარჯვება არ იყოს ერთჯერადი და აღარ მოგვიწიოს ისევ წლობით ლოდინი - კაკაბაძე
სულ ნახვები :
616
..
ძალიან მინდა, რომ ეს გამარჯვება არ იყოს ერთჯერადი და აღარ მოგვიწიოს ისევ წლობით ლოდინი, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ განაცხადა.
„ძალიან ემოციური დღე გამოვიდა, კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება. ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს დღეს ყველა და პირადად მე ძალიან მინდა, რომ ეს გამარჯვება არ იყოს ერთჯერადი და აღარ მოგვიწიოს ისევ წლობით ლოდინი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და ჩვენი მიზანია, რომ ეს რაც შეიძლება ხშირად მოხდეს. არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რაც გავაკეთეთ და ვიფიქრებთ ხვალინდელზეც“, - აღნიშნა კაკაბაძემ „იმედთთან“ საუბარში.