თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

სულ ნახვები : 1,031
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, აეროპორტის მშენებლობა მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება.

„თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 - 4,5 მილიონი მგზავრი, ვიცით რომ ჩვენ გაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში და მოსალოდნელია ტურისტების ოდენობის ძალიან სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. ჩვენ განვიზილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მერე გულისხმობდა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების  ხარჯი იყო 900 000 000 დოლარი, ხოლო ახლის აშენების ხარჯი, დაახლოებით მილიარდ ორას სამოცი მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა 15 000 000 მგზავრამდე და შემდეგი განვითარების პერსპექტივა ღარ იყო, რაც შეეხება ახალი აეროპორტს მშენებლობას ის გვაძლევს მგზავრების ნაკადის 19 000 000 მდე გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით, ყველაფრის გათვალისწინებით საბოლო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ“, -განაცხადა მან.

კობახიძემ აქვე დასძინა, რომ აეროპორტის პროექტირება მომავალ წელს დასრულდება, ასევე მომავალ წელს გაიწერება სატენდერო პროცედურებიც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა