დამალული ქონება და მშობლების ნაჩუქარი 120 000 ლარი - გრიგორიადისის საქმის მოსამართლის დეკლარაცია

სულ ნახვები : 293
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ 4 მიწის ნაკვეთს დეკლარაციაში მალავს - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

„საჩუქრები მშობლებისგან: ზვიად შარაძემ და მისმა მეუღლემ 7 წლის განმავლობაში მშობლებისგან საჩუქრად 120 000 ლარზე მეტი მიიღეს. აქედან 108 129 ლარი ზვიად შარაძემ 2019 წელს, თელავის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოსვლის შემდეგ მიიღო.

დამალული უძრავი ქონება: ზვიად შარაძე მის ბოლო 3 დეკლარაციაში არ უთითებს მეუღლის უძრავ ქონებას, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში არსებულ 10,425 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს:

1,700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი

3,790 კვ.მ. მიწის ნაკვეთი

1,699 კვ.მ. მიწის ნაკვეთი

3,236 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით

დამალული უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მსხვილი საჩუქრის მიღების თარიღი საეჭვოდ ემთხვევა ზვიად შარაძის მიერ 2020 წელს კარტოგრაფების პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მოსამართლეობას“ , - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

TI საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული შემთხვევით. ასევე, მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ზვიად შარაძის დეკლარაცია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა