სლოვაკეთში პირველები

სულ ნახვები : 221
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სლოვაკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლავას „სლოვანში“ ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. ქართველების გუნდმა დუნაისკა სტრედასთან უგოლო ფრე ითამაშა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენების კლუბი ტიტულს დაუფლებოდა. კაშიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, კანკავა კი განაცხადში არ ყოფილა.

„სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეექვსედ მოიგო, კანკავა და კაშია კი ამ ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლნენ. შეგახსენებთ, რომ ბრატისლავას „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2016-2020 წლებში ხელმძღვანელობდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა