პროტესტის მეორე დღე - პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პროტესტი გრძელდება - საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.

ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გუშინ, 15 აპრილის აქციაზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გააპროტესტეს. შსს-ის ცნობით, გვიან ღამით აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, ხოლო პოლიციამ 14 პირი დააკავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა