პოლიციელები, რომლებიც აკავებდნენ მოქალაქეებს - ურტყამდნენ ხელს, ფეხს - ლაშა ტყეშელაძე

სულ ნახვები : 135
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიციელები, რომლებიც აკავებდნენ მოქალაქეებს - ურტყამდნენ ხელს, ფეხს. ისინი ცდილობენ შეაშინონ, იძალადონ მოქალაქეებზე, რომ ვეღარ მოახდინონ თავისუფალი ნების გამოხატვა“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ, 15 აპრილის აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კადრებში კარგად ჩანს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ გვეუბნებოდნენ, თუ სად ჰყავდათ დაკავებულები, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ძალებით გავარკვიეთ, რომ დაკავებულები გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა იზოლატორებში - ზოგი თბილისში, ზოგი ზაჰესში, ზოგიც რეგიონში. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში, ძალიან კარგად ჩანს უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით. კადრებში ჩანან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს აკავებდნენ, ურტყამდნენ ხელს, ფეხს. ამ ყველაფერზე უნდა დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართალწარმოება, მაგრამ როგორც ყოველთვის ისინი არ დაიწყებენ, რადგან ეს ყველაფერი არის ერთი სისტემა, მათ ჰყავთ ერთი მმართველი და ცდილობენ, რომ ადამიანები არამხოლოდ დააკავონ, არამედ შეაშინონ, მათზე იძალადონ, რომ ვეღარ მოახდინონ თავისუფალი ნების გამოხატვა, რომელიც მათ აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული.“- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

შეგახსენებთ, 15 აპრილის აქციაზე 14 პირი დააკავეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა