დაიჭირეს და სასტიკად ცემეს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი და მისი ძმა, რომელიც სკოლის მოსწავლეა - გია ჯაფარიძე

სულ ნახვები : 475
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დაიჭირეს და სასტიკად ცემეს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე, დაკავებულია მისი ძმაც, სანდრო, რომელიც სკოლის მოსწავლეა“ , - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე წერს.

მისი თქმით, რუსული კანონი კლავს საქართველოში დემოკრატიას და ახლა სახლში დარჩენა ნიშნავს, რომ ხვალ სახლში მოვა მდინარაძედ გადაცმული პუტინი.

„დაიჭირეს და სასტიკად ცემეს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე. Giga Jokhadze დაკავებულია მისი ძმაც, სანდრო Sandro Joxadze - სკოლის მოსწავლე. გიგასნაირი მშვიდი, გაწონასწორებული და თავმდაბალი ადამიანი ბევრი არ ვიცი. ჭიანჭველას რომ მართლა ფეხს არ დაადგამს. გიგაც დაიჭირეს. რუსული კანონის მიღების შემდეგ რას იზამენ, ადვილი წარმოსადგენია.

რუსული კანონი ეხება ყველას, ყველა მოქალაქეს - სტუდენტებს, მოსწავლეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ფერმერებს, მეცნიერებს, შშმ პირებს, გარემოს დამცველებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს, ხელოვნებს, ყველას. რუსული კანონი კლავს საქართველოში დემოკრატიას, კლავს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას, კლავს საქართველოს თავისუფლებას. ახლა სახლში დარჩენა ნიშნავს, რომ ხვალ სახლში მოვა მდინარაძედ გადაცმული პუტინი.

ესაა ნერვების ბრძოლა, ესაა გრძელი ომი, არ უნდა დავიღალოთ და უნდა დავღალოთ რუსები. ჩვენ მოვიგებთ ამ ბრძოლას.

მადლობა ახალგაზრდებს, არც ვიცი რა სიტყვებით გამოვხატო ეს მადლობა.

არა რუსულ კანონს !!! არა საქართველოს გარუსებას !!!" - წერს ჯაფარიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა