პარლამენტში ონლაინ მედიის წარმომადგენლები მუშაობას დღესაც ვერ შეძლებენ

სულ ნახვები : 81
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახნად, დღესაც,  17 აპრილს,  პარლამენტში  უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.  ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. ინლაინმედიასაშუალებების წარმომადგენლები კვლავ ვერ შეძლებენ პარლამენტში  მუშაობას.

შეგახსენებთ, პარლამენტის დღეს აგრძელებს უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტის პირველი მოსმენიოთ განხილვას. კანონს აპროტესტებს საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა