დაკავებულები მიუთითებენ, რომ მათ აქვთ ფიზიკური დაზიანებები - ლევან იოსელიანი

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დაკავებულები მიუთითებენ, რომ მათ აქვთ ფიზიკური დაზიანებები - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, ის დღეს ყველა დაკავებულს მოინახულებს. 

„დღე-ღამის განმავლობაში  მეც და ჩემი მოადგილეებიც ვიყავით ხაზზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვაგროვებდით ინფორმაციას. ჩვენი ინფორმაციით, ამ იზოლატორში  არის დაკავებული 6 და დიღომში 8 მოქალაქე.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მიუთითებენ ფიზიკური დაზიანებების შესახებ, ამბობენ, რომ არიან ნაცემები, ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება.

მე დღეს მოვინახულებ ყველა დაკავებულს. მნიშვნელობანია,  რომ პირადად გავიგო მათგან, რა გარემოებებში მოხდა მათი როგორც დაკავება, ასევე მიუთითებენ ფიზიკურ დაზიანებებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა