თბილისში მიმდინარე პროცესების გამო Róisín Murphy-ს კონცერტი გაუქმდა

სულ ნახვები :
2,293




...
თბილისში მიმდინარე პროცესების, გამო ხვალ, 19 აპრილს დაგეგმილი ცნობილი ბრიტანელი მომღერლის Róisín Murphy-ს კონცერტი გაუქმდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 18 აპრილს საკონცერტო სივრცე MONO HALL-მა გაავრცელა.
„თბილისში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ღონისძიება Róisín Murphy-ის მონაწილეობით, რომელიც პარასკევს, 19 აპრილს ადამი და ევაში უნდა გამართულიყო.
ყველა გაყიდული ბილეთის თანხა დაბრუნდება მფლობელი პირის საბანკო ანგარიშზე ავტომატურად“, - ნათქვამია განცხადებაში.