ლაზარე გრიგორიადისი კვლავ გათავისუფლების მოლოდინშია

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მოსამართლე ზურაბ შარაძემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა, კვლავ გათავისუფლების მოლოდინშია.

გრიგორიადისის უფლებადამცველის, ლიკა ბითაძის განცხადებით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ამ დრომდე არ არის მისული პენიტენციური დაწესებულებიდან პრეზიდენტია ადმინისტრაციაში, რაც ახდენს პროცესის დროში გაწელვას.

„გუშინ გავაგზავნე განცხადება და მოვითხოვე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რაც კანონით გათვალისწინებული წესით არის ჩემი უფლება და დაცვის მხარეს აუცილებლად უნდა გადაეცეს. ამის გამო მოვედი რომ ჩავიბარო ნაწილი სარეზოლუციო ნაწილი და ამის შემდგე დაცვის მხარე გადასცემს ხელზე ამ დასკვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციას. განაჩენის გამოცხადებიდან შვიდი დღე არის გასული უკვე, ამ დროის განმავლობაში პენიტენციურიდან მოხდა გადაგზავნა და რატომღაც მიზეზი არის ის, რომ დააგვიანა ფოსტამ და ეს განჩინება არ გადაეცა ადმინისტრაციას. თუ სასამართლო ამ განჩინებას ვერ და არ ჩამაბარებს, გავემართები და თავად მსჯავრდადებულისგან მივიღებ ამ დოკუმენტაციას და მივიტან ადმინისტრაციაში“, - განაცხადა ბითაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა