დავიბარეთ ფემიციდის მძიმე შემთხვევებზე - თეონა აქუბარდია შს მინისტრზე

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გახშირებული ფემიციდი, ეს იქნება მთავარი საკითხი, რაზეც მოუწევს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს საუბარი.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, საუბარი იქნება ასევე პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებასა და ქვეყანაში არსებულ ნარკოდანაშაულზე.

„შინაგან საქმეთა მინისტრი დავიბარეთ გასულ თვეს იმ გახშირებული ფემიციდის მძიმე შემთხვევებზე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში. არანაირი სტატისტიკის გაუმჯობესება ამ მოცემულობაში, რასაც აჩვენებს მინისტრი თავის ანგარიშში არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ქალებს კლავენ  და არის პრობლემები მათ შორის შემაკავებელი, პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ასევე არის ნარკოდანაშაული, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, ასევე გვერდს ვერ ავუვლით პოლიციელების მხრიდან იმ ძალადობის ფაქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ დღეებში“, - განახადა აქუბარდიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა