ის რომ სტატისტიკა გაზრდილია არაფერს არ ნიშნავს - ეკა სეფაშვილი ფემიციდის ფაქტებზე

სულ ნახვები : 118
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ის ფაქტი, რომ სტატისტიკა გაზრდილია არაფერს არ ნიშნავს, ეს პირ იქით ბრძოლის აძლიერებს და მისი ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, შეიძლება მივიჩნიოთ როგორც დადებითი მოვლენა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარტია „ხალხის ძალის“ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, სამართალდამცავი უწყება ფემიციდის წინააღმდეგ შედეგიან ბრძოლას აწარმოებს.

„რა თქმა უნდა შსს არ იშურებს ძალ-ღონეს ამ მიმართულებით, თუ ოპოზიციას რაიმე კონსტრუქციული წინადადება ავს, რომ ბრძოლის უნარიანობა ამ მიმართულებით უფრო ეფექტური და ხარისხიანი გახდეს, მათ აქვთ ყველანაირი მექანიზმი და ტრიბუნა, რომ თავიანთი აზრი ხმამაღლა დააფიქსირონ. კონსტრუქციული და საგნობრივი დისკუსიის მოწინააღმდეგე საქართველოში არავინ არ არის“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით დღეს, 19 აპრილს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მივა, რომელიც ოპოზიციამ დაიბარა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა