დაკავებული აცხადებს, რომ მასზე ზვიად ხარაზიშვილმა, ე.წ. ხარებამ პირადად იძალადა - ადვოკატი

სულ ნახვები : 167
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქციაზე ერთ-ერთი დაკავებული პირი პირდაპირ აღნიშნავს, რომ "რობოკოპებთან" ერთად მასზე ფიზიკურად იძალადა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ე.წ. ხარებამ. დაკავებულს მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში და ემუქრებოდა ანგარიშსწორებით, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ადვოკატმა ანა გახოკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ორგანიზაცია 16-17 აპრილს დაკავებულების ინტერესებს იცავს.

“მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც ამჟამად იმყოფება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, არის მძიმედ დაშავებული. ის პირდაპირ აღნიშნავს, რომ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება "რობოკოპებთან" ერთად განახორციელა ზვიად ხარაზიშვილმა, ე.წ. ხარებამ. ფიზიკური ანგარიშსწორების შემდგომ "ხარება" მივიდა მასთან, დაშავებული პერიოდულად კარგავდა გონებას, მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში და ემუქრებოდა ანგარიშსწორებით. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” შეფასებით, ჩვენი ყველა დასაცავი პირი იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. მათი მისამართით ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურ ძალადობას და მუქარას”, - განაცხადა ანა გახოკიძემ.

ცნობისთვის “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” სამართლებრივ დახმარებას უწევს აქციის 13 მონაწილეს, რომლებიც დარბევის დროს უკანონოდ დააკავეს. ორგანიზაციის ინფორმაციით,  მათგან 12 სასტიკად ნაცემია. დაკავებულებს აღენიშნებათ სხეულის მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, ყბის ტრავმული ართრიტი, ზედა და ქვედა კიდურების დაზიანება, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა, სილურჯეები, კოპები, ნახეთქი ჭრილობები. ორი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა