ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს რუსეთის უნივერსიტეტებში კვოტები გამოუყვეს

სულ ნახვები : 48
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიენიჭებათ კვოტები რუსეთის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში რუსული სახლის ხელმძღვანელმა სერგეი კომისაროვმა ახალგორის ბავშვთა სახლის თანამშრომლები და აღსაზრდელები მოინახულა, იუწყება დეპარტამენტის პრესსამსახური.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ გამოყოფილი კვოტებით, მათი  საუკეთესო  აღსაზრდელების რუსეთის უნივერსიტეტებში მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს დაწესებულების დირექტორ ალექსანდრე ბარათაშვილთან“, _ ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა