„გახარიას ქოცებს და ივანიშვილის ქოცებს, დაუჭამიათ ერთმანეთი თანამდებობებისთვის“ - კირკიტაძე

სულ ნახვები : 146
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენი პოზიცია არის იგივე. მაშინ, როდესაც ქვეყნის საგარეო კურსი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და ვხედავთ, რომ იცვლება ჩვენს თვალწინ, ამ დროს ყოველგვარ თანამდებობებზე გაჩაღებული ბრძოლა არის უადგილო და უფრო მეტსაც გეტყვით, ამორალური საქციელი, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი, დავით კირკიტაძე იმ პროცესებს, რომლებიც დღეს, 24 აპრილს ქალაქ რუსთავის საკრებულოში განვითარდა.

კირკიტაძის განცხადებით, რუსთავის საკრებულო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ 11 წევრი არის დარჩენილი და მათგან არცერთს არ მიუღია მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესში.

„ჩვენს [ნაციონალური მოძრაობა] ფრაქციაში დარჩენილია 11 წევრი და ახლა ყველანი ვართ ერთად და არ ვიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში.

რაც შეეხება გახარიას ქოცებს და ივანიშვილის ქოცებს, დაუჭამიათ ორივეს ერთმანეთი თანამდებობებისთვის, ასევე ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს ისინიც თავისდათავად უნდა აცნობიერებდნენ, რომ არიან ქოცები და ამ პროცესში მონაწილეობა არის ქოცობა.

ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მივიღებთ ამ პროცესებში მონაწილეობას და ჩვენ ქართველ საზოგადოებასთან ერთად ამ დიდ ქოციანობას, რომელიც 2012 წელს შეეყარა საქართველოს სენის სახით, დავამთავრებთ ძალიან მალე“, - განაცხადა კირკიტაძემ CNews-თან საუბრისას.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ შეროზია დაკავებული თანამდებობიდან, იმპიჩმენტის წესით იქნა გადაყენებული. როგორც ცნობილია აღნიშნული პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების მოტივით წამოიწყო და მათ მხარი დაუჭირა ენმ-დან წამოსულმა ოთხმა წევრმა, რომლებიც როგორც ცნობილია „ქართული ოცნების“ რიგებში გადავიდნენ.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა