რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - გახარიას გუნდი

სულ ნახვები : 115
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, - ამის შესახებ დღეს, 24 აპრილს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდმა განაცხადა.

მათი შეფასებით, ის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ შეროზიას გადაყენება, რომელიც გახარიას გუნდს წარმოადგენს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ღია გარიგების შედეგად მოხდა.

„დღეს, რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ღია გარიგების და თანამშრომლობის შედეგად, იმპიჩმენტის გზით, თანამდებობიდან გადააყენეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია.

აღნიშნული ფაქტი, რუსთავის საკრებულოს შენობასთან გააპროტესტეს პარტია „გახარია საქართველოსთვის წევრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და მხარდამჭერებმა.

პროტესტის მსვლელობისას, „ქართულმა ოცნებამ“ პროვოკაციებს მიმართა, იყო დაპირისპირების მცდელობები. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის რამდენიმე, თანამშრომელმა, დაინახა რომ სიტუაცია დაძაბული იყო და ნაცვლად ვითარების განმუხტვისა და დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან განრიდების, საკრებულოს უკანა კარიდან გაიქცნენ.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია“, - აცხადებს გახარიას გუნდი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა