ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს შესაძლოა ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიციელების წინააღმდეგ სანქციები იყო ძალიან მალე დაწესებული მას შემდეგ რაც ამ ადამიანებმა დაარღვიეს ადამიანის უფლებები და პირველად საქართველოს ისტორიაში სხვათა შორის, - ასე ეხმიანება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე იმ პროცესებს, რომლებიც გუშინ, ევროპარლამენტში განვითარდა.

დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფრის ფონზე, შესაძლოა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი გადაიხედოს, რაც იქნება კონკრეტული გზავნილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის.

„შსს წარმოაშობინებს გვარებიც კი გაისმა, რაც ასევე არის სრულიად რეალისტური. ასევე ცალსახად უნდა ითქვას ისიც, რომ პირველად ვიზალიბერალიზაციაზე გაჩნდა ჩანაწერი, რაც გულისხმობს იმას, რომ სტატუსის და ლიბერალიზაციის შეჩერება, შეიძლება იყოს კონკრეტული გზავნილი „ქართული ოცნების“ მიმართ", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 23 აპრილს ევროპარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით ძალიან მწვავე განცხადებები გაისმა, რაც ე.წ. რუსული კანონის მიღების საკითხს უკავშირდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა