ეს კანონი ძირს უთხრის ყველა იმ ფუნდამენტურ ღირებულებას, რომელიც გააჩნია პროევროპულ საქართველოს - გეგელია

სულ ნახვები : 95
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყველას მინდა შევახსენო და მოვუწოდო, რომ სანამ მწვანე ღილაკს დააჭერენ ხელს, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაქცია, როგორც ევროკავშირის ასევე აშშ-ის მხრიდან, - ამის შესახებ პარტია „ლელო“-ს წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ დღეს, 24 აპრილს ისაუბრა.

გეგელიას თქმით, კანონი, რომელსაც იღებს „ქართული ოცნება“ არის ანტი ევროპული და ის ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც უნდა გააჩნდეს, პრო ევროპულ ქვეყანას.

გეგელიას განმარტებით, გასაკვირი არ არის, რომ ყველა ის პირი, რომელიც ჩართული იქნება ე.წ. რუსული კანონის მიღების პროცესში, შესაძლოა მოხვდეს სანქცირებულთა სიაში.

„ეს კანონი არის ანტი ევროპული და ანტი ქართული კანონი, შესაბამისად ყველა პირი, რომელიც მის მიღებაში იქნება ჩართული რა თქმა უნდა გახდება სანქციების საგანი, რადგანაც ეს კანონი ძირს უთხრის ყველა იმ ფუნდამენტურ ღირებულებას, რომელიც გააჩნია პრო ევროპულ საქართველოს და ამკვიდრებს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც უნდა გააჩნდეს პრო რუსულ საქართველოს. ამიტომაც სანქციები არის რეალური და ყველას მინდა შევახსენო და მოვუწოდო, რომ სანამ მწვანე ღილაკს დააჭერენ ხელს, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაქცია, როგორც ევროკავშირის ასევე აშშ-ის მხრიდან", -განაცხადა გეგელიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა