ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიეტუვის ელჩის დაბარებას სთხოვს

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ლიეტუვის ელჩის დაბარებას მოითხოვს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დღეს, 24 აპრილს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ენას ძვალი არ აქვს ამათზეა ნათქვამი. კუბილიუსი და ის დანარჩენები კიდევ ხელმოცარულები რას იტყვიან მიკროფონთან, ესე იგი 6 კაცი, ხომ ნახეთ, ცარიელ დარბაზში შეიკრიბნენ 5 თუ 6 ევროპარლამენტარი, რომელიც არის ამ მწვალებელთა პარტიის ლობისტები და პარტნიორები და არა სახელმწიფოსი, ეს ხომ გამოჩნდა.

მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ლიეტუვის ელჩი დაიბაროს და კონკრეტულად მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ჩვენი სამართალდამცავების მიმართულებით“, - განაცხადა ზარქუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა