დააყენეთ თქვენს ინტერესებზე და ბიძინა ივანიშვილზე მაღლა სამშობლო - ვაშაძე „ქართულ ოცნებას“

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ან ევროკავშირში შევდივართ და ყველა იმ სიკეთეს ვიღებთ და ფეხზე ვაყენებთ ქვეყნის ეკონომიკას და ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ან რაღაცა ჭაობი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს, 24 აპრილს მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველომ და ეს განსაზღვრას საბოლოოდ ქვეყნის მომავალს.

„ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მივმართავ, რომ დააყენეთ თქვენი სამშობლო ბიძინა ივანიშვილის ან თქვენი პირადი ინტერესების უფრო მაღლა და ასევე მივამართავ საზოგადოებას, ჩემო კარგებო ეს ათწლეულებით განსაზღვრავს ჩვენს ბედს. ან ევროკავშირში შევდივართ და ყველა იმ სიკეთეს ვიღებთ და ფეხზე ვაყენებთ ქვეყნის ეკონომიკას და ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ან რაღაცა ჭაობი“, - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა