ბატონო რაჟდენ, ავად ხომ არ ხართ? - ანა წითლიძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს

სულ ნახვები : 174
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე, ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს.

წითლიძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, მისგან ქალაქ ზუგდიდში არსებული ქონების, საკუთრებაში ფლობის დოკუმენტაციას მოითხოვს.

„უკვე აღარ მეცინება ამაზე. ბევრ სისულელესთან ერთად რასაც ანტიკორუფციული მთხოვს უკვე მეათედ.

მესამედ მიგზავნის ანტიკორუფციულის რაჟდენა წერილს და მთხოვს ზუგდიდში საკუთარი სახლი, ბაბუაჩემის, მამაჩემის, რომელიც გარდაცვლილი ბაბუაჩემის სახელზეა რეგისტრირებული და სადაც ვცხოვრობთ - დავამტკიცო რომ ზუსტად ჩემია და მამაჩემის.

ბატონო რაჟდენ, ავად ხომ არ ხართ?“, - წერს წითლიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა