„რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“ - კარასინი

სულ ნახვები : 140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი ამტკიცებს, რომ რუსეთი საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

კარასინმა ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა. ის ამ ფორმით სომხეთის პარლამენტის სპიკერს, ალენ სიმონიანს გამოეხმაურა.

ალან სიმონიანმა განაცხადა, რომ  სომხეთი უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, კვიპროსისა და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას  უჭერს მხარს.

გრიგორი კარასინი  სომხეთის პარლამენტის სპიკერის განცხადებით აღშფოთებულია.

კარასინის თქმით, სიმონიანი  სოლიდარობას უცხადებს კიევის ნეონაცისტურ რეჟიმს და ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის სუვერენიტეტს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მოსკოვმა საკუთარ ოლქებად გამოაცხადა.

,,ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მცდელობა, წარმოაჩინონ მოსკოვი სომხეთის, მოლდოვისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხედ. რუსეთი და სომხეთი მოკავშირეები არიან. რუსეთი საქართველოს  მოლდოვას და სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს,  – წერს კარასინი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა