საქართველოს ხელისუფლება იქცა უცხო სხეულად ევროპული გაგებით - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თქვენი მეშვეობით ბიძინას  შევუთვლიდი, რომ თუ ვიღაცის ეშინია, ჩვენ მზად ვართ რომ დავეხმაროთ, - ამის შესახებ CNews-თან საუბრისას, ევროპარლამენტარების განცხადებების შეფასებისას, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა.

ხუხაშვილის განცხადებით, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მოხდეს კონკრეტული პირების დასანქცირება, რადგანაც ამაზე მიუთითებს ყველა განცხადება, რომლებიც ამ დროის მანძილზე გაკეთდა.

„ამის ალბათობა უკვე ძალიან გაიზარდა, არა იმიტომ, რომ ევროპარლამენტარების განცხადებები იყო, ევროპარლამენტარების გარდა ჩვენ ვნახეთ აღმასრულებელი სტრუქტურები, ევროპის ყველა ლიდერი ფაქტობრივად არავინ არ დარჩა ხომ? ერთი ორბანი ჰყავდათ და ისიც დადუმებულია. ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლება იქცა უცხო სხეულად ევროპული გაგებით, ყველაფერი მოსალოდნელია. ხელისუფლება კი ხატავს სურათს, რომ ეს მარგინალი ევროპარლამენტარები, მაგრამ საქმე ბევრად უფრო მძიმეა. ზარქუას რომ არ ესმის ეს ყველაფერი ვიცი, გასაგებია, მაგრამ ბიძინას ხომ ესმის, მაგრამ როგორც ჩანს მას სხვა მანევრი უკვე აღარ აქვს, რადგანაც ფსონები ძალიან მაღალია, მძევლად ჰყავთ აყვანილი კრემლში. თქვენი მეშვეობით ბიძინას  შევუთვლიდი, რომ თუ ვიღაცის ეშინია , დახმარება და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, რომ გათავისუფლდეს ამ საშინელებისგან, ჩვენ მზად ვართ რომ დავეხმაროთ", - განაცხადა ხუხაშვილმა Cnews-თან საუბრისას.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი რეზოლუციას სადაც კონკრეტული პირების, მათ შორის ქართველი სამართალდამცავების სანქცირებაზეა საუბარი, დღეს მიიღებს.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა