საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ კიდევ 18 თვით - გოგოლაშვილი

სულ ნახვები : 131
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, ეხმაურება ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ რეზოლუციას ვიზალიბერაციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა ამბობენ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის EU-ს წევრი ქვეყნების კონსენსუსია საჭირო.

გოგოლაშვილის განმარტებით, სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ კიდევ 18 თვით.

„რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო. სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით.  ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს ალბანეთს და ვანუატუს, იგივე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს. ამ მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმლური მიზეზები მოიცავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავებას, უსაფრთხოების გამოწვევებს წევრი ქვეყნებისთვის, ქვეყნის მოქალქეების მიერ ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდა. საქართველოს ამ მომენტისთვის ეს მუხლები საკმარისად აქვს დარღვეული გერმანიის, ბელგიის თუ რამდენიე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში. ამიტომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერს ამ წევრი ქვეყნებიდან შეუძლიათ მოახდინონ პროცედურის ინიცირება. ჯერ-ჯერობით ამას არ აკეთებენ მხოლოდ მათი კეთილი ნების გამო, რომელიც შესაძლოა გაქრეს, თუ მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირის დამუნათებას, დემოკრატიულ უკუსვლას და მისი მოთმინების გამოცდას. ასე მგონია, ოცნების ჩინოვნიკებმა ინგლისური არ იციან, ან ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვამ არავინ იცის საქართველოში.  უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისი რეგულაციის ბმულს აქვე ვდებ, რომ ნახოთ და თავად დარწმუნდეთ ვინ ტყუის და ვინ არა. ასევე მომყავს შესაბამისი ამონარიდი ინგლისურად“ ,- წერს გოგოლაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა