ამ სანქციას ქართველი ხალხი არ იმსახურებს - პაატა გაფრინდაშვილი უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ღმერთმა ნუ ქნას, ამ  სანქციას ქართველი ხალხი არ იმსახურებს,  - აცხადებს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს რეფორმების ასოციაციის GRASS“დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი უვიზო რეჟიმის  შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუ რუსულ კანონს უკან არ წაიღებენ, სწორედ ისინი უნდა დასანქცირდნენ, ვინც ამაზე პასუხისმგებელია.

„ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს სანქცია  დაწესდეს, იმიტომ რომ ამ  სანქციას ქართველი ხალხი არ იმსახურებს. მე ვისურვები, რომ თუ კანონს უკან არ გაიწვევენ, დასანქცირდნენ კონკრეტულად ის პერსონები, ვინც მხარს უჭერენ რუსულ და ანტიევროპულ კანონს. თუმცა ბუნებრივია,  როდესაც ქვეყანა იცვლის საგარეო კურსს, თუკი ეს დადასტურდება, ევროკავშირი იღებს საპასუხო ზომებს. ღმერთმა ნუ ქნას რომ რომ საქმე  აქამდე მივიდეს“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა