უსამართლო და შეურაცხმყოფელია, უფრო მეტს ვიტყვი, ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული - ღარიბაშვილი

სულ ნახვები : 264
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებულ რეზოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის, „როგორც მოქალაქისთვის ეს არის შეურაცხმყოფელი და უსამართლო“.

მეტიც, ღარიბაშვილის თქმით, რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული.

„რა თქმა უნდა, ეს არის, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, გავწიოთ ჩემი პოლიტიკური თანამდებობა, პარტიული თანამდებობა, ეს არის შეურაცხმყოფელი. ესე იგი რას გვეუბნება ევროპარლამენტის 500-450 დეპუტატი გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი, მჩაგვრელი, ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, ქვეყანა გადაარჩინა, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, თავისუფლება, მოუტანა ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და სტატუსი, ამ კაცზე ამბობენ და აღარ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, მის სხვა დამსახურებებს, რომელიც მას გაწეული აქვს ქვეყნის წინაშე, ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქცირდეს.

უფრო მეტს ვიტყვი, ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული. მინიშნება, რომ შეიძლება უვიზო რეჟიმი გადაიხედოს და რაღაც. როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი?“, - ამბობს ღარიბაშვილი.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა