საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება - ვაშაძე

სულ ნახვები : 255
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„სტრატეგია აღმაშენებლის“  ლიდერი გიორგი ვაშაძე და ევროპარლამენტის რეზოლუციასა და 14 ამერიკელი სენატორის ერთობლივ წერილს ეხმაურება:

„ხელთ მაქვს ორი დოკუმენტი, 14 ამერიკელი სენატორის მიერ ხელმოწერილი წერილი სანქციებთან დაკავშირებით და ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასა და უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საქართველოსთან.

ერთდროულად ამ ორი ქმედების ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს ემუქრება ეკონომიკური განადგურება და ამ საფრთხის წინაშე გვაყენებს ივანიშვილის პარტია! მიზანი რუსული კანონის არის სწორედ ეს, მაგრამ მე მინდა პირველ რიგში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივმართო: არ არის ქართველი ხალხის არჩევანი ის, რასაც ახლა აკეთებს ივანიშვილის პარტია და ეს არაერთხელ დადასტურდა მრავალათასიან მიტინგზე და აუცილებლად დადასტურდება ხვალაც 7 საათზე, სადაც ყველა უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე და მომავალშიც, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა