ძალიან მიყვარხართ! დიდი მადლობა თქვენ - სოფო ჯაფარიძე ჟურნალისტებს

სულ ნახვები : 1,946
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.

ჯაფარიძე მადლობას უხდის თითოეულ ჟურნალისტს და ოპერატორს, რომლებიც მუშაობენ რუსთაველზე და მათზე მიტანილი იერიშის მიუხედავად, არ ტოვებენ რუსთაველის გამზირს.

„პირველივე წუთიდან უდიდესი თავდადება აჩვენეს  ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა!

მათ ზურგზე გადაიარა რეზინის ტყვიებმა , წიწაკის სპრეიმ , წყლის ჭავლმა . ბევრი მათგანი დაშავდა,  ტექნიკა დაიმტვრა, მაგრამ არც ერთი მათგანს არ დაუტოვებია რუსთაველი.

ძალიან მიყვარხართ!

დიდი მადლობა თქვენ!“, - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სპეციალური დანიშნულების რაზმის თავდასხმის შედეგად, ათობით მედიის წარმომადგენელია დაშავებული, მათ შორის CNews-ის ორი ჟურნალისტი, გიგა გელხვიიძე და გიორგი საკარული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები