მარიამ შუკაკიძე: „პოლიციელებმა მათრიეს და მანქანაში ჩატენვის დროს მანქანის კარებზე მარტყმევინეს თავი“

სულ ნახვები : 861
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წუხელ, 9 მაისის ღამეს, პოლიციამ სამხედრო ბლოგერი, რუსული კანონის მოწიმააღმდეგე უჩა აბაშიძე დააკავა.

მისი დაკავების გასაპროტესტებლად ხალხი ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბა. პოლიციამ ისინი დაარბია და რამდენიმე მათგანი დააკავა.

ნაცემია რამდენიმე მოქალაქე. მათ შორის არის მარიამ შუკაკიძე. ის CNews=თან საუბარში ყვება, როგორ ცემეს პოლიციელებმა.

მარიამ შუკაკიძე:

_ ორი შვილი მყავს. ორივემ მითხრა. რომ რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქციებზე წავიდოდნენ. მეც მათთან ერთად წავედი აქციაზე და სულ იქ ვარ. ეტყობა პოლიციელებმა კარგად დამიმახსოვრეს. ჩემს ერთ-ერთ შვილს ხელში ასეთი ბანერი ეკავა: „მე სიმსივნე დავამარცხე, თქვენც მალე დაგამარცხებთ“. მეც მის გვერდით ვიდექი. ამ ფოტომ სოციალური ქსელები მოიარა და პოლიციელებმაც დამიმახსოვრეს. ერთმა ლაწირაკმა პოლიციელმა აქციაზე დგომისთვის  სამაგიერო ასე გადამიხადა. არაფერი დამიშავებია, ისე დამესხა თავს.

_ თავად გითხრათ ეს, რომ აქციებზე დგომის გამო დაგარტყათ?

_  მისი ქმედებიდან ჩანდა, რომ ასე იყო. მოვიდა და უხეშად დამიწყო ლაპარაკი. მითხრა რასაც გიბრძანებ ის უნდა გააკეთო, თორემ დაგაკავებ, ქალოოო. ვუთხარი ქალოთი ვის ელაპარაკებითქო და ძლიერად ჩამარტყა. ისე ჩამარტყა რომ დაბლა დავვარდი. ამ დროს  ჭავჭავაძეზე ხალხის დაკავება დაიწყეს და ძირს დავარდნილს ზედ გადამიარეს. ვიღაცამ წამომაყენა. ამ ორომტრიალში ჩანთაც დამივარდა ძირს, სახელური მოწყდა. ძალიან ცუდად გავხდი, ჩანთა რომ მომაწოდეს, სახლში წასვლა გადავწყვიტე. უმოწყალოდ ვიყავი ნაცემი.. სრულიად მარტო წავედი. ზებრაზე რომ გადავდიოდი, თან ჩანთაზე მოგლეჯილ სახელურს ვამაგრებდი. რას წარმოვიდგენდი თუ ვინმე დამესხმებოდა კიდევ თავს. დაახლოებით-10 15 პოლიციელი მომეპარა. მათრიეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობის გაგებით. მანქანაში ჩატენვის დროს თავი მანქანის კარებზე მარტყევინეს. საშიონლად მტკლივა თავი.

_ სამედიცინო შემოწმება არ  ჩაიტარეთ?

_ ჯერ არა. საშინლად მტკივა. ეტყობა დაბეჟილია. ვეუბენბოდიო რატომ მაკავებთ, მარტყოხელა დედა ვარ, სახლში ორი შვილი მყავს. ერთი სიმსივნიანი. მოვითხოვე განემარტათ რისთვის მაკავებდნენ. მითხრეს იმიტომ დაგაკავეთ, რომ არ გვემორჩილებიო. გადამიყვანეს შსს-ს შენობაში. ვარკეთილში რომ არის. იქ.  უქყებაში ვიღაცებს ვიცნობდი. ჩემი ძველი თანამშრომლებიც იქ არიან.

_ შსს-ში მუშაობდით?

_ 112-ში ვმუშაობდი. იქ ვინც დაგვხვდა, მათ ავუხსენი მდგომარეობა. ვუთხარი აზრზე არ ვარ რატომ დამაკავეს. მეც ვმუშაობდი ამ სისტემაში მაგრამ ასეთი რამეები თუ ხდებოდა არ გამეგონა. ვეკითხებოდი, ასეთი მკვლელი პოლიციელები არ გვყოლია და საიდან მოიყვანეთთქო. ზემდგომი პირები მოვიდნენ და მათაც ავუხსენი მდგომარეობა. ვუთხარურომ  ერთ თეთრსაც ვერ გადავიხდი ჯარომას თუ დამაკისრებთთქო.  ხელმძღვანე;ლობის თვალწინ ზრდილობიანად გავლანძღე ის პოლიცციელი, რომელმაც ხელი დამარტყა. მან ამისთვის მომიბოდიშა. მალევე გამომიშვეს და მითხრეს რომ დამიკავშირდებიან. სავარაუდოდ ადმინისტრაციული წესით დამაჯარიმებენ. მე მცემეს იმის გამო რომ საქართველოს რუსეთის ნაწილად ქცევა არ მინდა და მევე მაჯარიმებენ? ეს რანაირად შეიძლება..

შორენა მარსაგიშვილი, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა