ქუთაისში „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა

სულ ნახვები : 818
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქუთაისში "საქართველოს ფოსტის" შენობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია  პოლიცია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით, შენობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ჩააქრეს.

ფოსტის შენობაში ხანძარი პირველად 3 აპრილს გაჩნდა.  დაიწვა ისტორიული შენობის მეორე სართული, პირველ სართულზე კი საქართველოს ფოსტა ფუნქციონირებს.

ხანძრის მიზების გამოძიებას ითხოვს ოპოზიცია. ენმ-ს წარმომადგენლის გიგა შუშანიას განცხადებით, საზოგადოებაში მუსირებს მოსაზრება, რომ ხანძრის გაჩენა ხელოვნურად მოხდა ე.წ. ინვესტორის მიერ შენობის ხელში ჩაგდების მიზნით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა