რა გეგმები აქვს აფხაზეთთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს და ბიძინა ივანიშვილს?

სულ ნახვები : 4,608
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აფხაზეთის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტის, მამუკა გვაძაბიას განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მაღალჩინოსნები საქართველოში ჩამოდიან და გარკვეული სახის მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამის შესახებ გვაძაბიამ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რის შემდეგაც CNews დაინტერესდა საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი გაეგო, რისთვისაც მამუკა გვაძაბიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

_ ბატონო მამუკა, თქვენ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტებს ახორციელებენ, რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?

_ ავიღოთ ბოლო 4-5 წლის მონაკვეთი, ამ დროსი მანძილზე განსაკუთრებული ინტენსივობით ხდება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაინტერესება აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც ხაჯიმბა შეიცვალა და ბჟანია მოვიდა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების სათავეში თითქოს რაღაც ქართულ მედიაშიც და ანალიტიკურ წრეებში დავინახე, რომ საქართველოსთან დაწყობილი ურთიერთობის შესახებ წამოვიდა საუბარი. ამის შემდგომ გაჟონა ინფორმაციამ, რომ ასლან ბჟანიას ერთ-ერთი თანაშემწე, რომელიც წარმოშობით ოჩამჩირიდან იყო, იმყოფებოდა საქართველოში და როდესაც ჰკითხეს თუ რატომ იყო ჩასული საქართველოში, უპასუხა, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

_ როდის მოხდა აღნიშნული?

_ ეს ხდებოდა დაახლოებით ორი წლის წინ. ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ გაზეთ „ქრონიკა+“ - ში იყო ბატონი მალხაზ პატარაიას ძალიან საინტერესო ინტერვიუ და გამახსენდა, ეს ვიზიტი, რომლიდანაც იკვეთება, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების ჩამოსვლა საქართველოში არ არის პირველი, მსგავსი ფარული და ინკოგნიტო ვიზიტები აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა, იყო ჩამოსული ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თბილისი. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მსგავსი რაღაცების მოსკოვთან შეთანხმების გარეშე არ ხდება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კოორდინაციაში არის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, კოორდინაციაში არის სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რომელიც ადრეც და დღესაც კურირებს ამ საკითხებს. ამ თანხმობის და კოორდინაციის გარეშე არაფერი არ ხდება. ეს ვიზიტები შეიძლება გაგრძელდეს.

_ ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული მხარის წარმომადგენლებიც ჩადიან სოხუმში?

_ მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ქართველი მაღალჩინოსანი ვინმე, ან ნდობით აღჭურვილი პირი სოხუმშიც ჩავიდეს, თუმცა ეს იქნება ფარული და არ გასაჯაროვდება მანამ, სანამ არ დაიდება კონკრეტული ხელშესახები მიღწევების მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ რომ ახლა ინტერვიუს ვწერთ, ამ დროსაც კი მიდის მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, ბიძინა ივანიშვილის უშუალო წარმომადგენლის მიერ აფხაზეთის პრობლემის თაობაზე.

რუსეთი კატეგორიულად ითხოვს რკინიგზის გახსნას და რკინიგზა, რომ გაიხსნას საქართველოს ხელისუფლებას ეს არ შეუძლია ასე ერთი ხელის მოსმით, სხვა რაიმე საკომპენსაციო შედეგი, რომ არ  დადოს, აი ამაზე მიდის ვაჭრობა. ლაპარაკი არსის გალის რაინში მცხოვრები დევნილების უსაფრთხოების გარანტიებზე და ამას დაერქვას დევნილების უსაფრთხო დაბრუნება და შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყავს რკინიგზის გახსნა. ეს არის მოლაპარაკებები და მე არ ვამტკიცებ იმას, რომ ეს აუცილებლად შედგება. რუსეთის მოწადინება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესებში შედის. რუსეთის მოწადინება ნიშნავს, რომ თავისი პოზიციები გაიმყაროს კავკასიაში. იცით, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა იხსნება, ამ სამხედრო ბაზის გახსნისთვის საჭიროა რკინიგზა, რუსეთისთვის რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთში.

ამას საქართველოს ხელისუფლება ვერ გააკეთებს ისე, რომ რაღაც ხელშესახები შედეგი თუ არ დაიდო საქართველოს სასარგებლოდ მოცემულობა ასეთია.

მოლაპარაკება მიდის ასევე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიასა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რა ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ისეთი ფორმატი გამონახონ შეთანხმების, რომ სეპარატისტებმა თქვან, რომ საქართველომ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ხოლო საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგა. ეს თითქოს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ამ ფორმატის მიღწევას ცდილობს რუსეთი.

_ ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართულები ბატონო მამუკა?

_ კონკრეტული ადამიანები არიან ამ ყველაფერში ჩართული, მათ შორის აფხაზეთიდან წარმოშობით ქართველი. პუტინის დაჯგუფების რამდენიმე წარმომადგენელი და თავად პუტინიც. ამაზე ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის.

ასევე მინდა შევეხო ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის იჯარით. მე თამამად და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა დეპუტატს ვინც ხმა მისცა და ვინც ხმას არ აძლევდა ქეშად დაურიგდათ ფული, აქ საუბარია დოლარის ეკვივალენტში არსებულ თანხაზე, რამდენადაც მე ვიცი ერთ ადამიანს დაახლოებით 20 000 დოლარი გადაეცა. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩაცხრა ეს პროცესები, რამდენიმე დღეში. რუსეთი პირდაპირ მოსყიდვაზეა გადასული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არანაირ დათმობაზე არ წავიდოდნენ, თუმცა ყველა გააჩუმეს.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, არჩევნების პერიოდში წამოწევენ ამ თემას და შეეცდებიან ამომრჩეველი დაარწმუნონ იმაში, რომ ისინი ყველაფერს აკეთებ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ფარული მოლაპარაკებები აღნიშნულისთვის აუცილებელი იყო?

_ ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერში. ცოცხალი კავშირები აქვს ივანიშვილის პირველ წარმომადგენელს, რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილესთან და საგარეო უწყების წარმომადგენლებთან. რუსეთსა აქვს სერიოზული კომპრომატები ბიძინაზე, რომელსაც ივანიშვილი ვერ აუვლის მათ გვერდს, მეორეს მხრივ ბიძინას ელოდება დასავლეთის სანქციები და ამ სიტუაციაში ეს ადამიანი, ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ თავშესაფარი იპოვის საქართველოში და მას სულ ფეხებზე კიდია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრები და სხვა, მისთვის მთავარი არის ფული, რასაც მთელი მისი ცხოვრება მიუძღვნა. სხვა შემთხვევაში შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს წყალში ჩაუცვივდეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ივანიშვილის და ქვეყნის ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ რამე შედეგი დაიდო და მე ვეჭვობ, რომ აგიტაცია-პროპაგანდისთვის რაღაც შედეგი შეიძლება გამოჩხრიკონ. ერთადერთი პიროვნება, რომელიც ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც არის საქმის კურსში, ეს არის ღარიბაშვილი. ის ისეთ განცხადებებს აკეთებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ცდება მის გონებრივ შესაძლებლობებს, გავიხსენოთ მისი განცხადებები, მონტეკარლოს რომ შეადარა აფხაზეთი.

თუ ეს მოხდა ამ გადასახედიდან დაქუცმაცებული ოპოზიცია ვერაფერს ვერ იზამს ხელისუფლებას, თუმცა მაინც მაქვს იმედი, რომ არიან ოპოზიციაში საგარეო გამოცდილების ადამიანები, რომლებიც ერთად იმუშავებენ და რამეს მიაღწევენ. საქართველო არის ეგზისტენციალური საფრთხის  მდგომარეობაში. ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის სტატუსი, თუმცა ეს აწყობს პუტინს, რადგანაც პირდაპირი ფანჯარა არის ევროპაში საქართველო პუტინისთვის.

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა