რა უნდა ვიცოდეთ 8 აპრილის მზის სრულ დაბნელებაზე - ინტერვიუ ეზოთერიკოს ლამზირა ხაჭაპურიძესთან

სულ ნახვები : 3,162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რამდენიმე დღეში - 2024 წლის 8 აპ­რილს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მზის სრულ დაბ­ნე­ლე­ბას იხი­ლავს.

პირველი კითხვა, რაც ადამიანებს უჩნდებათ: რა არის მზის დაბნელება?

მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის გაივლის. ამ დროს, მთვარე მზის სინათლეს თანდათან ბლოკავს. თუ მზე და მთვარე ცაში ზუსტად ერთ ხაზზე განლაგდა, ხდება მზის სრული დაბნელება. ამ დროს, დღისით ცა ბნელდება და ღამის მსგავსად წყვდიადი ისადგურებს, მოჩანს ვარსკვლავებიც კი.

როდესაც მთვარე ზუსტად მზის წინ ექცევა მთელ მის სინათლეს ბლოკავს. მზის ადგილას უბრალოდ შავ წრეს ვხედავთ, რომელსაც გარს აკრავს თეთრი ცეცხლოვანი სარტყელი. ეს მზის ატმოსფეროა, სახელად გვირგვინი, იგივე კორონა.

აღსანიშნავია, რომ მზის სრული დაბნელება იშვიათი სანახაობაა და ადამიანთა უმეტესობა მისი მომსწრე ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება. ამ თემასთან დაკავშირებით Cnews-ი ესაუბრა ესაუბრა ფსიქოლოგს, გენეტიკისა და გენეალოგიის სპეციალისტს, ნუმეროლოგს, ასტროლოგს, ეზოთერიკოს ლამზირა ხაჭაპურიძეს.

-          ქალბატონო ლამზირა, რა არის მზის დაბნელება და რა გავლენას ახდენს ადამიანებზე?

დაბნელების დერეფანი ყოველთვის ნიშნავს სამყაროს და ზეციური ენერგიების ურთიერთზეგავლენას, რაც თავისთავად იწვევს სხვადასხვა ამოცანების ზედაპირზე ამოწევას ჩვენი ფსიქიკის გადასამუშავებელ ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ ასპექტს, რომელსაც კონკრეტული პიროვნება ატარებს. დაბნელების დროს ეს განცდა სხვადასხვა ფორმით ვლინდება : შიშები, შფოთვები და სხვადასხვა ფსიქო-ემოციური დატვირთვა გვაქვს ამ პერიოდებში.

-          როგორ ვმართოთ უარყოფითი ენერგები ამ პერიოდში?

საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: რა გვაშინებს , რისი გვეშინია?  

ვისუნქოთ, ბუნებასთან დავიწყოთ ურთიერთობა, მედიტაცია, მოვუხმოთ ლამაზ ფიქრებს, ხშირად ავიხედოთ ზევით, ვნახოთ, რა ლამაზია ცა და მოვიყვანოთ სიმშვიდეში ჩვენი სული, თუ ის შფოთავს!

ასევე, ბევრი ინფორმაცია ახლა ავნებს ფსიქიკას და ამ პერიოდში ფრთხილად იყავით. აუცილებელია ინფორმაციის გარჩევა - ვინც გაშინებთ ინფორმაციულად ამას კარმა ჰქვია. ზიანის მიყენება სიტყვით და მანიპულიაციებით უდიდესი კარმაა, ისედაც 2024 წელი კარმის მენეჯმენტის წელია,  ამიტომ ნუ ავიღებთ ნეგატიურ ასპექტებს.  ზეცა, მზე,მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები, მთელი გალაქტიები, ღმერთი, ადამიანები, ვინც გვერდით გვყავს მათ ჩავეხუტოთ და გათბება დაბნელების დერეფანიც!

-          რისი გაკეთებისგან შევიკავოთ თავი ამ პერიოდში?

არ ჩავიდინოთ უსიყვარულობა. თავი შევიკავოთ ანალიზების ჩაბარებაზე, თუ სასწრაფო არაა. სხვა განსაკუთრებული არაფერი.

-          როგორ მოვიქცეთ 8 აპრილს, აქვს თუ არა ჩაცმულობას/ფერებს მნიშვნელობა?

ჩაცმულობას კარგი ხასიათი და ფერადი ფერები მოუხდება - ანუ ჩავიცვათ კარგი ხასიათი , სითბო გულში , სიყვარული სულში.

უმჯობესია თუ  ლურჯი და ყვითელი ფერები იქნება დომინანტი ჩვენს ჩაცმულობაში.

 

 

მარიამ ხარებავა, cnews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა