გამოუშვან საარჩევნოდ სააკაშვილი და მერე შეხედონ, როგორი იქნება მათი წინასაარჩევნო კამპანია - ანა წითლიძე „ოცნებას“

სულ ნახვები : 3,401
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როგორ ესახება ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალას კოალიციური მთავრობის მუშაობა, განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკური პარტიების ერთობლიობაში? შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს? როგორ ხედავენ პროცესებს „ენმ“-ში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე CNews-ს ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე ესაუბრება.

_ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი გადავა თავის სიტყვას „არა და არასოდეს“ და შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს?

_ ჩვენ გვინახავს, რომ ჰქონდა სხვა პოზიციები რიგ საკითხებთან დაკავშირებით და შემდგომში შეცვალა ის. ზოგადად პლუსზე მეტყველებს, როდესაც ის ახერხებს იმას, რომ რაღაცას შეიძლება გადახედოს. ჩვენ გვახსოვს, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო, თუმცა როდესაც საქმე შეეხეო საქართველოს ევროპულ კურსს, შემდეგ ვნახეთ, რომ დაიკავა სხვა პოზიცია. სწორედ ამ კუთხით უნდა შეხედოს სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხს, ჯერ ერთი ძალიან დიდი პოლიტიკური უსამართლობა არის ის, რომ სააკაშვილი ციხეში ზის, მეორე, ეს არის პოლიტიკური თავიდან ბოლომდე და მესამე პრეზიდენტს აქვს თავისი პასუხისმგებლობა თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე და კარგი იქნება, ეს ბერკეტი გამოიყენოს ამ მხრივ.

_ სააკაშვილმა გააჟღერა ინიციატივა, რომ კარგი იქნება თუ მოლაპარაკებები, რომლებსაც აწარმოებს სალომე ზურაბიშვილი იქნება ღია - და მან რუსთაველის გამზირიც კი ურჩია ამისთვის პრეზიდენტს - რამდენად არის შესაძლებელი და მნიშვნელოვანი, რომ მთელ პროცესს აკვირდებოდეს მოქალაქეები?

_ რა დეტალებზეც გვისაუბრია დახურულ კარს მიღმა პრეზიდენტთან, გამოვდივართ და ამ ყველაფერს ვყვებით შემდგომ, რადგანაც აქ დასამალი არაფერი არ არის, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები რაც უფრო მეტად საჯარო იქნება, ანგარიშვალდებულის მხრივ მოქალაქეების მიმართ, იქნება ბევრად უფრო უკეთესი.

_ 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა უწოდა ჰიბრიდული ომის სიმბოლო - რეალურად კი რისთვის იყვნენ გამოსული ადამიანები გარეთ?

_ 7 ნოემბერი იყო მათ შორის პროვოკაცია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესებს აორგანიზებდნენ, მაგრამ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორია, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ 7 ნოემბერი არ იყო შეცდომა, თავისი ხელისუფლების მხრიდან. არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, შესაბამისად მიუხედავ იმისა, რომ 7 ნოემბერი ნამდვილად იყო ჰიბრიდული ომის ნაწილი მათ შორის, მაინც დიდი იყო ხელისუფლების პასუხისმგებლობა დარბევაში, თუმცა სააკაშვილის მონაწილეობა ამ ყველაფერში, არის აბსურდი, არაერთხელ თქმულა, რომ კონკრეტული ადამიანები არსებობენ, ვისი პასუხისმგებლობაც იყო 7 ნოემბერი.

_ თუ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ, ის დარჩება ივანიშვილის პირისპირ 2024 წლის არჩევნებში - დღევანდელი გადმოსახედიდან, თუ გავითვალისწინებთ ბოლო კვლევებს და რეიტინგებს, რამდენად აქვს მიხეილ სააკაშვილს ამ ბრძოლაში, ივანიშვილის დამარცხების შანსი?

_ თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბრობენ სამართლიან არჩევნებზე, როგორც ეს ოცნებას სჩვევია ხოლმე, აბა გამოუშვან საარჩევნოდ სააკაშვილი და მერე შეხედონ, როგორი იქნება მათი წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობის დამოკიდებულება. სააკაშვილი ჰყავს ციხეში მხოლოდ იმიტომ ბიძინა ივანიშვილს, რომ მთავარ მეტოქედ თვლის სწორედ მას. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს 400 000-ზე მეტი ამომრჩეველი, ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებითაც კი, შესაბამისად გარეთ მისი ყოფნა, ნამდვილად იქნება ივანიშვილისთვის პრობლემა, რადგანაც ის რაც შეუძლია მიხელ სააკაშვილს, არ შეუძლია ბევრ სხვას.

_ სამართლიან არჩევნებზე ისაუბრა ასევე სააკაშვილმა - რამდენად გაქვთ მოლოდინი ოცნებისხელისუფლების პერიოდში ასეთი არჩევნების ჩატარების?

_ არჩევნების გაყალბება ხდება, არჩევნების დღეს, ამიტომაც ელექტრონული ხმის დათვლა არის კარგი, ეს არ არის სრულად ელექტრონული არჩევნები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხმის დათვლამდე ხდება მობილიზება ამომრჩევლების, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

_ იმ პროცესების შემდგომ, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენად მყარია დღეს პარტია?

_ ამას არჩევნები და ამომრჩეველი ანახებს. აქ მთავარია მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი და მან თქვა, რომ ის არის მთავარი ამ გამარჯვების კოალიციაში.

_ თუ დღის წესრიგში დადგება ერთობის საკითხი - განიხილავთ თუ არა ყოფილ თავმჯდომარესთან ურთიერთობას?

_ ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში ყველა არის მოკავშირე. არ ვიცი, რა იგულისხმება გაერთიანებაში, მაგრამ თემატურ საკითხებზე, ისედაც მოგვიწევს არჩევნებზეც და არჩევნების შემდგომაც ერთმანეთთან ურთიერთობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის და ვაპირებთ ამ შემადგენლობით გასვლას არჩევნებზე.

_ ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილი ენმ-მიმართ გახარიას გუნდი, ისევე როგორც „ლელო“ - როგორ აფასებთ ამ დამოკიდებულებას? დღეს, როდესაც ყველა კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ ერთობის გარეშე არაფერი გამოვა, რა შანსი აქვთ აღნიშნულ პარტიებს, როგორც ცალკე მოთამაშეს 5%-იანი ბარიერის ფონზე?

_ ჩვენ გვესმის, რომ პატარა პარტიებს აქვთ იდენტობის პრობლემა და თავიანთი იდენტობის გამოკვეთას ცდილობენ იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ლანძღონ. ჩვენი მიზანი ეს არ არის, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გავუკეთოთ ის, რაც არის ყველაზე მეტად დღის წესრიგში. ეს არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ეს არის ის, რომ ბავშვებს არ შიოდეთ სკოლაში, რეალური დემოკრატია იყოს ამ ქვეყანაში, რეალური დეცენტრალიზაცია იყოს, რომ რეგიონებს მიეცეთ საშუალება ჰქონდეთ თავიანთი ფინანსები, რათა შეძლო უფრო მეტად განვითარება.

_ „ქართული ოცნების“ დებულებაში შევიდა ცვლილება სადაც ჩაიწერა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლება დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - ამავდროულად გვაქვს ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასახელებს იმ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი, რომელსაც ყველაზე მეტი პროცენტი ექნება არჩევნებზე - რა გათვლა აქვს ბიძინა ივანიშვილს?

_ ივანიშვილის იდეების გამოცნობა არის ძალიან ძნელი, რადგანაც არავინ არ იცის რა სურს მას. სიმართლე გითხრათ, რა გათვლები აქვს მას ეს ნაკლებად მაინტერესებს, რადგანაც მთავარი მიზანი არის ის, რომ 2024 წელის არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდეს, რომ ამ ქვეყანაში რეალური ეკონომიკური აღმავლობა დაიწყოს.

_ მაშინ, როდესაც ოპოზიცია ვერ ახერხებს შეთანხმებას მიზანზე, რომელიც ცალკე აღებულად ყველას ერთი და იგივე აქვს და ეს არის ივანიშვილს დამარცხება, როგორ გესახებათ კოალიციური მთავრობის მუშაობა, სადაც მინისტრთა კაბინეტი მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრით იქნება წარმოდგენილი?

_ ეს დამახასიათებელია, რომ საარჩევნო სუბიექტები შეიძლება ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა კოალიციური მთავრობის პირობებში, ყველას მოუწევს ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს ყველას გაცნობიერებული აქვს აბსოლუტურად.

_ საქართველოს პრეზიდენტმა, თავის ბოლო გამოსვლაში ღიად განაცხადა, რომ ივანიშვილი მართავს ქვეყანას - ეს არ მომხდარა ამ წლების მანძილზე - რისი თქმა სურდა ამით ზურაბიშვილს?

_ ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა ის, რაც არის რეალობა. მანამდე გვახსოვს მზე და მთვარე ამოსდიოდა ივანიშვილზე, მაგრამ ახლა რაცა რის დაიწყო იმაზე საუბარი და ეს არის ძალიან კარგი.

_ ახალი მთავრობა, ძველი გეგმებით - როგორია მოლოდინი კობახიძის საქმიანობაზე? არის რაიმე განსხვავება მისსა და მის წინამორბედ, ირაკლი ღარიბაშვილს შორის?

_ არანაირი განსხვავებას არ ვხედავ მათ შორის, არც სამთავრობო ცვლილებებით. არ ვფიქრობ, რომ რაიმე შეიძლება მოუტანოს ამ სამთავრობო ცვლილებებმა ჩვენს მოქალაქეებს. ყველაზე დაბალი შობადობა გვაქვს, ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ, ბავშვები შიმშილობენ სკოლებში და ეს არის პრობლემები, რომებიც მოიტანა ივანიშვილის ხელისუფლებამ. რიგით მეშვიდე პრემიერი არის და არცერთ არ უსაუბრია აღნიშნული პრობლემების რეალურად გადაჭრის გზებზე. ჩვენ ვიცით, რომ მთავარი მიზანი არ ყოფილა ეს „ქართული ოცნების“.

_ შოვის ტრაგედიის შემდგომ, იყო გურიის და ახლა უკვე ბაღდათის ტრაგედია - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება სტიქიის პრევენციას მაშინ, როდესაც ის წინასწარ არის გაფრთხილებული სტიქიური უბედურების შესაძლო კერების შესახებ და ასევე აქვს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია - უნდა მოხდეს თუ არა მოკვლევა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ვინ სწავლობს ადგილზე, გარემოს დაცვის დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ გეოლოგიურ დასკვნებს?

_ სტიქიური უბედურებები ხდება ყველგან, ხელისუფლების მოვალეობა არის მათი პრევენცია. ჩვენ დავინახეთ, რომ ვერც ერთხელ ეს პრევენცია ვერ მოხდა, იხოცებიან მოქალაქეები, მაგრამ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა არ აიღო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია არა შემდეგი რეაგირება, არამედ პრევენცია თავიდანვე, რომ ყოველი წვიმის დროს საქართველოს მოქალაქეებს არ ეშინოდეთ. სახელმწიფომ უნდა იცოცეს სად არის მეწყრის საშიშროება და უნდა ახდენდეს ამ ადამიანების ევაკუაციას, ასე ხდება ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში.

_ და ბოლოს მინდა გკითხოთ - რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ეწოდება?

_ პირველ რიგში არის ისტორიული არჩევანი, ამ არჩევნებზე გადაწყდება როგორი გზით ივლის საქართველო, იქნება ის განვითარებული, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, თუ იქნება ისეთი, როგორიც არის „ქართული ოცნების“ პირობებში. ამიტომაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და „ქართული ოცნების“ გარდა, ნებისმიერ პროდასავლურ ძალას მისცენ ხმა.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა