„არ გამიკვირდება, თუ მოსკოვიდან ჩამოსული სპეციალისტები უწევენ კონსულტაციებს“ - გია ხუხაშვილი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე

სულ ნახვები : 1,109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯერ იყო, რომ „ქართული ოცნება“ „მეორე ფრონტზე“ აქცენტირებით, ომისა და სიკვდილის მიმართ ადამიანების შიშებზე მანიპულირებდა.  როგორც ჩანს, ამან თავისი დრო მოჭამა და ახლა დაიწყეს საუბარი ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის აკრძალვაზე, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო ცვლილებები დაანონსეს, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციის გარეშე, ცვლილებებს ვერ მიიღებენ. ეს კი ტოვებს სივრცეს ოპოზიციის დადანაშაულებისა და თემის დიდი ხნით აქტუალიზებისთვის. აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ ლგბტ ფობიით მანიპულირებს". - ფონიებით მანიპულირებასა და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ გზავნილებზე Cnews-ს ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

_ დიახ, „ქართული ოცნება“ ფობიებით მანიპულირებს,  მოკლე და მკაფიო ფორმულირებაა,  არ შეიძლება ამ შეფასებას არ  დაეთანხმოს, ვინც მეტ-ნაკლებად პოლიტიკაში ჩახედულია. ფაქტობრივად, იქმნება არარსებული საფრთხე. ასეთი საფრთხე საქართველოში, რომ ქალს ქალი არ ერქვას და კაცს კაცი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს არის აბსოლუტურად, მოგონილი თემა, ქარიშხალი ჭიქაში, ანუ, იქნება რაღაც ვირტუალური საფრთხე, შემდეგ ამისგან „ვაჟკაცურად“ გვიცავს „ქართული ოცნება“. კოლექტიური დასავლეთი, ოპოზიცია და ყველა მისი ოპონენტი კი ლამობს და ღამე არ ძინავს იმ სურვილით, რომ რაღაც ტიპის გარყვნილება დაამკვიდროს ქვეყანაში.  ეს აბსოლუტურად მოგონილი თემაა, ერთჯერადი, პოლიტიკური, საარჩევნო მიზნით. ეს არ არის ახალი და ამათი მოგონილი თემა, ეს არის 2 ათეული წლის წინ რუსეთის სპეცსამსახურებში დაწერილი, პროპაგანდისტული ხრიკი, როდესაც რუსეთი იწყებდა დასავლეთთან გლობალური დაპირისპირებას.  მისი პროპაგანდა აქცენტს ვერ გააკეთებდა ვერც კეთილდღეობაზე, ვერც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, ამიტომ მოიფიქრეს ეს ვირტუალური საფრთხეები, რომ დასავლეთი გარყვნილებასთან ასოცირდება, დასავლეთი გვართმევს საკრალურს, კდემამოსილებას და ა.შ. მოიგონეს ეს თემა და საკმაოდ კარგად ამუშავეს რუსეთში „ტვინების გამორეცხვისთვის“. „ოცნების ბიჭებმა“ აიღეს ეს რუსული „შპარგალკები“ და ერთი ერთში იმეორებენ, რასაც რუსი პროპაგანდისტები ლაპარაკობენ 20 და 15 წლის წინ.

_ „კოლექტიური დასავლეთი“ ესეც მათი ტერმინია...

_ რა თქმა უნდა, არც ის გამიკვირდება თუ მოსკოვიდან არიან ჩამოსული შესაბამისი სპეციალისტები და ისინი უწევენ კონსულტაციებს. ამას მე ვერ დავადასტურებ, მაგრამ, მინიმუმ ინსტრუქციებია მოსული და ამის საფუძველზე ცდილობენ აწარმოონ კამპანია და მოსახლეობას „ტვინი გამოურეცხონ“.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგიანი იქნება მათი ეს პროპაგანდა?

-ასეთი ტიპის პროპაგანდა, რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, ყველაზე მეტად მოქმედებს  ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე. როდესაც ადამიანს არ აქვს არაფერი, არც კეთილდღეობა, არც თავისუფლება და „გადარჩების რეჟიმში“ ცხოვრობს, ფაქტობრივად, ის ანალიზს ნაკლებად აკეთებს. - დაღლილი მოდის ისვენებს და უყურებს ტელევიზორს, იქიდან ყოველდღიურად ეუბნებიან ერთსა და იმავეს და ამ ადამიანის აგრესიას, გაბოროტებას ცხოვრებაზე ამ კუთხით მიმართავენ.  შესაბამისად, გარკვეულ სეგმენტზე ეს მოქმედებს. მართალია, ეს სეგმენტი მცირდება, მაგრამ გარკვეული ეფექტი ამას აქვს. „ოცნების პატარა ბიჭები“ ტყუილად არ აკეთებენ ამას, ისინი ზომავენ, ტესტავენ განწყობებს. შესაბამისად, აიღეს  „შეიარაღებაში“ ეს ურაპატრიოტული, ფსევდორელიგიური და ფსევდოკდემამოსილების დაცვის ფორმულები. ამის ექსპლუატირებას ეწევიან.

_ რას იტყვით მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ცდილობენ ქვეყნის „სულიერად  გადარჩენას“?

_ ძალიან საყურადღებო მომენტია.  როდესაც აცხადებენ, რომ ბიძინას ხელმძღვანელობით ვცდილობთ ქვეყანა სულიერად გადავარჩინოთო,  სინამდვილეში, ეს „ვირეშმაკების ჯგუფი“ კობახიძის მეთაურობით ტექნიკურად, დასავლეთისთვის წინაშე ეწევა ბიძინას „ჩაშვებას“. ამ განცხადებით დასავლეთს ეუბნებიან, რომ ამ ყველაფერს, რაც თქვენ არ მოგწონთ, ჩვენ კი არ ვაკეთებთ, ბიძინა გვაკეთებინებს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ამ „ვაჟკაც ბიჭებს“ პასტას ვერ გააგდებინებენ ხელიდან, ყველაფერს ბიძინას დააბრალებენ.   

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა