სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე ხელმოწერა გამოვიწვიეთ - IBSU

სულ ნახვები : 376
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია.

ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტი ავრცელებს:

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 14 მაისს, ხვადასხვა სასწავლებლების სახელით გავრცელდა განცხადება, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს და წერდნენ, რომ პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა