ლაზარე გრიგორიადისი საპატიმროს ხვალ დატოვებს





...
ლაზარე გრიგორიადისი საპატიმრო დაწესებულებას ხვალ, 16 მაისს დატოვებს , - ამის შესახებ მისი ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი ნაცემია. ის სპეცრაზზმა დაკავების შემდეგ ცემა.
დაკავებული გრიგორიადისი იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს - დაზიანებების სიმძიმისა და წარმომავლობის შესაფასებლად ექსპერტიზა მას დღეს ჩაუტარდება.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტის წინ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.