სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა
სულ ნახვები :
534
...
სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა. ამ წუთებში მათ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.
როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, პოლიციას მათთვის არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს.
მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის ერთი წარმომადგენელი ესწრება.
პოლიციის მისვლის დროს, პავილიონში გადაღება მიმდინარეობდა, რომელშიც 15 წლამდე ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას.