ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეულშია

სულ ნახვები : 1,088
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს უძვირეს მეკარეებს შორისაა.

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარის  ათეული შეადგინა.  მამარდაშვილი მე-10 ადგილს იყოფს „მილანის“ ფრანგ მეკარე მაიკ მენიანთან ერთად. საქართველოს ნაკრების მეკარის ფასი 37 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.

დიდი ალბათობით მამარდაშვილი „ვალენსიაში“ აღარ დარჩება და გუნდს გამოიცვლის. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ საქართველოს ნაკრებში გამოგზავრებამდე ის თანაკლუბელებს დაემშვიდობა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარის ათეული ასე გამოიყურება:

გრეგორ კობელი (დორტმუნდი) – 66 მლნ

ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა) – 66 მლნ

დიოგო კოშტა (პორტო) – 56 მლნ

ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 53 მლნ

ანდრე ონანა (მანჩესტერი) – 51 მლნ

ბარტ ვერბრიუგენი (ბრაიტონი) – 47 მლნ

ედერსონი (სიტი) – 43 მლნ

ანდრეი ლუნინი (რეალი) – 39 მლნ

მაიკ მენიანი (მილანი) – 37 მლნ

გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 37 მლნ

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა